დღეს განსაკუთრებული სიხარული ჰქონდათ დიდდობერის საჯარო სკოლაში, რომელიც წლების მანძილზე, ოპტიმიზირებული იყო ჭაქვინჯის საჯარო სკოლასთან და ფუნქციონირებდა მხოლოდ პირველი ოთხი კლასი. ამის გამო პრობლემები ექმნებოდა სოფელში მცხოვრებ მოზარდებს. ზუგდიდის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელობის უშუალო ძალისხმევით, მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში აღდგა მეხუთე-მეექვსე კლასები, რაც ამ კლასების შესაბამისი ასაკის მოსწავლეებს სწავლას გაუადვილებს.
დღეს, ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის ორმოცდათერთმეტ საჯარო და ერთ კერძო სკოლაში სასწავლო წელი შეუფერხებლად დაიწყო.