გულითადად გილოცავთ…


დღეს ზუგდიდის  ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ სოციალური ქსელის ,,ფეისბუქის” საშუალებით გაავრცელა მილოცვა ახალგაზრდებისადმი და პედაგოგებისადმი. სადაც მათ ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს უსურვებს. ,,ზუგდიდელები” უცვლელად გთავაზობთ მილოცვის ტექსტს.

“ჩემო ძვირფასო ახალგაზრდა მეგობრებო! 
მინდა თქვენ, პედაგოგებსა და მშობლებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, გულითადად მოგილოცოთ სასწავლო პროცესის განახლება. დღეს მიღებული განათლება თქვენი მომავალი წარმატებისა და გამარჯვებების, საბოლოოდ კი, ჩვენი ქვეყნის ძლიერების საწინდარია, თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის მომავალი. პატიოსანი შრომით, საქმისადმი ერთგულებით, კეთილსინდისიერებით მიიღწევა ღირსეული წარმატება!

ადამიანის პიროვნული ზრდისა და განვითარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი საგანმანათლებლო ღირებულებების მიღება, ამიტომაც უდიდესი პატივი და, ამავე დროს პასუხისმგებლობა ეკისრებათ ჩვენი საზოგადოების უღირსეულეს წევრებს – პედაგოგებს! მსურს, საქართველოს თითოელ მასწავლებელს, განსაკუთრებით ჩვენი ქალაქისა და ჩემი მშობლიური ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგებს, ჩემი მოკრძალებული, მაგრამ გულწრფელი მადლობა გადავუხადო და მოვეფერო!
მასწავლებლებო გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს!”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!