ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული ნაწილის განხილვაზე


დღეს,  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის  ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული ნაწილი განიხილეს ქალაქ ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს წევრებმა. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო სამსახურების წარმომადგენლები და მოქალაქეები, რომლებსაც შეეძლოთ საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება.

მომავალი წლის ბიუჯეტში ფინანსები გათვალისწინებულია ახალი გზებისთვის, მრავალბინიანი კორპუსების ფასადების, ეზოების, პარკინგის, გარეგანათების, ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის და სანიაღვრე არხების მშენებლობისათვის. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ ქოჩუამ შეხვედრაზე აღნიშნა: ,,მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მშენებლობისთვის   სამასიათასი ლარი, ხოლო, ცენტარლური ბიუჯეტიდან  შვიდიათას ლარამდე. 125 ათასი ლარია გათვლილი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის.  150 ათასი ლარი სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის საპროექტო ხარჯთაღრიცხვა- დოკუმენტაციის შედგენისა და ექსპერტიზის ხარჯებისთვის”.

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის” ანა წითლიძეს თქმით, ფრაქცია შენიშვნებს წარადგენს 25 ნოემბრამდე. ,, ზოგადად, ბიუჯეტის საჯარო განხილვა არის ძალიან კარგი პრაქტიკა, ვისურვებდი, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩაერთოს ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვის პროცესში. მთავარი ნაკლი ბიუჯეტის გახლავთ ის, რომ პროგრამული სახით  ის არ არის გაწერილი, ჩვენ ვერ ხვედავთ თანხებს, რომელსაც ვაძლევთ აიპიებს, რაში ხარჯავენ ისინი”. მთავარ შენიშვნად ანა წითლიძეს მიაჩნია, რომ ინფრასტრუქტურულ ნაწილში გათვალისწინებული არ არის ქალაქის რეკონსტრუქციის გეგმა. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=i92Iu1axsew[/embedyt]

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლმა  გიორგი თოდუამ აღნიშნა,  ,,სხვა მნიშვნელოვან პროექტთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი გახლავთ, ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების გახლავთ და რომელიც განხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის და დონორი ორგანიზაციის მიერ. ინფრასტრუქტურულ ნაწილში განვიხილეთ გზების, გარეგანათების რეკონსტრუქცია და სხვა საკითხები, რომელიც აქტუალურია. ჩვენ, საკრებულოს გვაქვს კარგი შესაძლებლობა, მივიღოთ ინიციატივები მოქალაქეებისგან, დავამუშავოთ და წარვადგინოთ შენიშვნების და რეკომენდაციების სახით მერიაში .” [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=u8_GoviafxI[/embedyt]

შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

 

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!