“რა, სად, როდის”- მეორე თამაში


12 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინტელექტკლუბმა ,,რა? სად? როდის?’’ (ხელმძღვანელი ჯენეტ ქვარცხავა) ჩაატარა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ღია ჩემპიონატის მეორე თამაში ორ ასაკობრივ კატეგორიაში. თამაშში,  ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის საჯარო სკოლებთან ერთად მონაწილეობდნენ ხობისა და სენაკის სკოლების ინტელექტუალური გუნდები.
I ასაკობრივ კატეგორიაში (VII-IX კლ.) მონაწილეობა მიიღო 20 გუნდმა, დაწინაურდნენ ზუგდიდის I საჯარო სკოლის გუნდი ,,ნიკე’’, წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიის გუნდი ,,გრაალი’’ და სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის გუნდი ,,ევრიკა’’. II ასაკობრივ კატეგორიაში (X-XIIკლ.) მონაწილეობა მიიღო 22 გუნდმა, დაწინაურდნენ ზუგდიდის II საჯარო სკოლის გუნდი ,,ჯინსების თაობა’’, მოხალისეთა ნაკრები გუნდი ,,გოდო’’ და ყულიშკარის საჯაროს სკოლის გუნდი ,,აიეტი’’.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!