ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში ცვლილებებია


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  კომისიებში ცვლილებები განხორციელდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ლაშა ადეიშვილის ინფორმაციით, საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო საკითხთა კომისია დატოვა მამუკა წოწერიამ.

ამ კომისიის წევრები გახდნენ დეპუტატები: გიორგი კუკავა და დავით ჭითანავა. დღევანდელ სხდომაზე, ასევე, გახდა ცნობილი, რომ მამუკა წოწერიამ დატოვა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხთა კომისია.