ახალი ფრაქცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია „ზუგდიდი’’ შეიქმნა. ინფორმაცია ახალი ფრაქციის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. ფრაქციის თავმჯდომარე გახლავთ ირაკლი ქოჩუა, ხოლო წევრები არიან: ლაშა თოდუა და ლაშა ადეიშვილი.

„ფრაქციის თითოეული წევრი აქტიურად ვიქნებით  ჩართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში. ვაპირებთ სოფელში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  ორი წლის განმავლობაში ბევრი პრობლემა დაგროვდა წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების მიმართულებით’’. აღნიშნა ფრაქციის ერთერთმა წევრმა ლაშა თოდუამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!