22 ოქტომბერს, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში, სასახლის უმცროსკლასელთა კლუბმა (ხელმძღვანელი ნათია ჭითანავა) ჩაატარა ინტელექტუალური თამაშის ,,ჭკუის კოლოფი” პირველი ტური, რომელშიც ქალაქისა და რაიონის საჯარო სკოლების 27 გუნდი მონაწილეობდა. “ჭკუის კოლოფი” ძალიან პოპულარულია უმცროსკლასელებში, რასაც ბავშვების სიმრავლე და განწყობა მოწმობდა. თამაში ტარდება სასწავლო წლის ბოლომდე თვეში ერთხელ. შემდეგი თამაში ჩატარდება 19 ნოემბერს.