ჯიხაშკარში “ცნობილი” სპორტსმენები გამოჩნდნენ


“ზუგდიდელებს” სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ  ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო  უბნის ტერიტორიაზე გამოჩნდა იმ “ცნობილ” სპორტსმენთაგან ერთ-ერთი, რომელიც კორცხელის მოვლენებში იღებდა მონაწილეობას.  როგორც წყარო გვატყობინებს, სპორტსმენი გარკვეული პერიოდი იყო უბანზე და შემდეგ დატოვა იქაურობა.

 ჯიხაშკარს სტუმრობენ: მანანა კობახიძე, ზვიად ძიძიგური, აკაკი ბობოხიძე, გია გულორდავა. აქ არიან მედიისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები. როგორც 79-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე მირცხულავა ამბობს, ამ დროისათვის სრული სიმშვიდეა უბანზე, ამომრჩეველთა აქტივობა ნორმალურია. ასევე მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები ჯიხაშკარის 108-ე საარჩევნო უბანში.

დღეს, 22 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ საარჩევნო უბანში მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა. თუ რომელიმე კანდიდატმა გადალახა 50 პროცენტი, არჩევნების მეორე ტური არ შედგება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!