ზუგდიდში პოლიციამ 625 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და  უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. 

“სამართალდამცველებმა ზუგდიდში, ბრალდებულების  პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით  დიდ ოდენობით – 625  შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-ნათქვამია შსს გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

6 + nineteen =

Akismet ანტისპამი