რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 ივნისს უფასო სამედიცინო სკრინინგი და კონსულტაციები ჩატარდება


  • 18 ივნისს, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დევნილი და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებების ადრეული გამოვლენის მიზნით, მასშტაბურ უფასო სამედიცინო აქციას სთავაზობს.

აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, ჩაიტარონ პრევენციული კვლევები და ისარგებლონ წამყვანი სპეციალისტების კონსულტაციებით, როგორც ზრდასრულთა, ისე ბავშვთა მიმართულებით.

პროგრამა მოიცავს:

ონკოლოგიურ და ვირუსოლოგიურ სკრინინგს

  • ძუძუს კიბოს სკრინინგი;
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი;
  • სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგი;
  • პროსტატის კიბოს სკრინინგი;
  • B და C ჰეპატიტების სკრინინგული კვლევები.

სპეციალიზებულ სამედიცინო კონსულტაციებს ზრდასრულთათვის

  • კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა (EKG) და გულის ექოსკოპიური კვლევა;
  • ნეიროქირურგის კონსულტაცია;
  • გინეკოლოგის კონსულტაცია და ექოსკოპიური კვლევა.

პედიატრიულ მომსახურებას

0-14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის:

  • პედიატრის კონსულტაცია;
  • სისხლის საერთო ანალიზის უფასო კვლევა.

სკრინინგი შესაძლებელი იქნება: 10:00 საათიდან და 16:00 საათამდე გაგრძელდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

12 − four =

Akismet ანტისპამი