ტერაბანკის საკრედიტო ბარათი აგრო ბიზნესისთვის


  • ტერაბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს და მომხმარებლებს ახალ პროდუქტს – აგრო საკრედიტო ბარათს სთავაზობს, რომელიც ფერმერებისა და აგრო საქმიანობაში ჩართული პირების საჭიროებებზეა მორგებული.

ბარათი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, წინასწარ დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო პროდუქცია, მათ შორის აგრეგატები, სასუქები, მესაქონლეობის, მეფრინველეობისა და მეთევზეობისთვის განკუთვნილი საკვები და სხვა აუცილებელი ინვენტარი პარტნიორ ობიექტებში.

პროდუქტი ითვალისწინებს ბიზნესის სეზონურობის  და ეფუძნება პრინციპს „აიღე ახლა, დაფარე მოსავლის აღების შემდეგ“, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საჭირო რესურსები დროულად შეიძინონ. ბარათი მოიცავს 9 თვემდე საშეღავათო პერიოდს, მომხმარებლის ბიზნესზე მორგებულ გადახდის გრაფიკს და ლიმიტის დისტანციურად დამტკიცების შესაძლებლობას ობიექტზე ვიზიტის გარეშე.

აღნიშნული ბარათი ხელმისაწვდომია ფიზიკური და მეწარმე ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც აგრო საქმიანობას ეწევიან.

აგრო საკრედიტო ბარათი ტერაბანკის კიდევ ერთი ნაბიჯია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათი საქმიანობის განვითარებაზე კონცენტრირდნენ, ხოლო ფინანსურ რესურსებზე მოქნილი პირობებით ჰქონდეთ წვდომა.

ბარათის შესაკვეთად და პარტნიორ ობიექტებზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. https://shorturl.at/9kBAy


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Akismet ანტისპამი

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 35 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!