მორიგი საჩუქარი დადიანების მუზეუმს


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ბიბლიოთეკის ერთგულმა შემომწირველმა, ბატონმა გურამ ახალაიამ, ამჯერად რამდენიმე უნიკალური გამოცემა აჩუქა ბიბლიოთეკას.

შოთა რუსთაველი, სამზითვო ვეფხისტყაოსანი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის წინასიტყვაობით. გამოცემა ეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II- ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს.

იდეის ავტორი და გამომცემელი გურამ ახალაია. ზედა ყდა, ფერადი სურათი და ილუსტრაციები ლადო გუდიაშვილისა.

გამომცემლობა ,,რუსთაველი 850“, თბილისი 2023 წელი.

წმინდა ილარიონ ქართველი. ცხოვრებანი, გალობანი, გამოკვლევა.

წიგნი წარმოადგენს „საზოგადოება ივერიისა“ და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნიულ ცენტრს შორის არსებული ინსტიტუციური თანამშრომლობის შედეგს. გამოიცა „საზოგადოება ივერიისას“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, 2025 წელს.

ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა V-XIX სს.

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

წიგნი მომზადდა და დაიბეჭდა „საზოგადოება ივერიისას“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ქართული და ინგლისურენოვანი ეგზემპლარები, თბილისში, 2024 წელს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 34 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!