რევაზ სოხაძე და ADB-ის წარმომადგენლები განმუხურის სანაპირო განვითარების პროექტს გაეცნენ


  • ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლები – ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლეა გუტიერესი და ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლამი – განმუხურისა და მალთაყვის სანაპირო ზოლის, ასევე მალთაყვის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ინფრასტრუქტურის მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს გააცნო მალთაყვის, ანაკლიისა და განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების დაგეგმილი პროექტი, რომელიც სანაპირო ინფრასტრუქტურის განახლებასა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას ითვალისწინებს.

ადგილზე, მინისტრთან და ADB-ის წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ხახუბია და ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე.

აზიის განვითარების ბანკის ახალი რეგიონული დირექტორი საქართველოში გაცნობითი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ბანკის წარმომადგენლები ეცნობიან ADB-ის მხარდაჭერით უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და პოტენციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. დაგეგმილია პროექტების მონახულება ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!