პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის, ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა


  • საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის, ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 5 იანვარს ზუგდიდში ქურდობისთვის ნასამართლევი ბრალდებული, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგნის დემონსტრირებით თავს დაესხა მოლარე-ოპერატორს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხის გადაცემა მოსთხოვა, ხოლო მეორე თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.”-აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nine + 18 =

Akismet ანტისპამი