დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 800-მდე  ოჯახს სახლს შეუსყიდის


  • დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 800-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა და მიმდინარე წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2025 წელს, სააგენტომ სახლი 3000-მდე დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

“დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.

სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამა, 2014 წლიდან ამოქმედდა და ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფომ, ჯამში, 13 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი განასახლა.

შესყიდვის პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახების განსახლება მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება”.-აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარი

  1. Mariami

    Mainteresebs siebi tu gamoqveyda

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nineteen − 18 =

Akismet ანტისპამი