პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი დაემატება


  • პირველკლასელთა რეგისტრაციას, ახალი ეტაპი დაემატება, რაც მოსწავლის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით რეგისტრაციას გულისხმობს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციისას განაცხადა.

“შემოგვაქვს ახალი მოცემულობა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. იცით, რომ საყოველთაო რეგისტრაცია არის ბოლო ეტაპი და საყოველთაო რეგისტრაციამდე ჩვენ ვაპირებთ, რომ შემოვიღოთ კიდევ ერთი სარეგისტრაციო ეტაპი, რომელიც უკავშირდება ბავშვის იმ სკოლაში რეგისტრაციას, რომელიც არის დაკავშირებული მის საცხოვრებელ ტერიტორიულ პრინციპთან. პირველ ეტაპზე, ეს მიმართულება განხორციელდება დიდ ქალაქებში და შემდგომში ნელ-ნელა, საჭიროებიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბითაც გავრცელდება“,- განაცხადა მიქანაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!