- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში მცხოვრებ 17 წლის მარიამ როგავას, ექიმებმა, სამწვერა ნერვის ნევრინომის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადება საჭიროებს ხანგრძლივ და ძვირადღირებულ მკურნალობას, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ გააჩნია და საზოგადოების დახმარებას ითხოვს.
მარიამის დედა თალინა (მზიური) ჯანაშია: “ძალიან დიდი თხოვნით მოგმართავთ. ჩემს მარიამს სჭირდება თქვენი დახმარება. მას ყბის სახსრების ნერვული სისტემის სამივე ნაწილი აქვს დაზიანებული და ამ ეტაპზე, მკურნალობას ჩვენი ხარჯებით გავდივართ. მკურნალობის შემდეგ, აუცილებელია ბრეკეტ – სისტემის ფიქსაცია, რასაც ფინანსურად ვერ ვწვდებით. მარიამს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვს, რის გამოც ფინანსურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით. ბანკშიც ვცადე სესხის აღება, მაგრამ ვეღარ მეხმარებიან – ყველა ლიმიტი ამოწურული მაქვს. თურქეთშიც ვიყავით და კერძო კლინიკაში გადაგვამისამართეს, რის გამოც სახელმწიფო დაფინანსებაც აღარ ხერხდება. ახლა ეს ყველაფერი მარიამისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ.
მარიამის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში: GE26TB7609045064300065 GE08LB0211198106476000 მიმღები: თალინა ჯანაშია.
