ლევან დარასელიას მორიგი წარმატება


  • ლევან დარასელიამ ზუგდიდელმა სპორტსმენმა მეორე გამარჯვება მოიპოვა პროფესიულ კარიერაში. GFC 34-ზე ქართველმა მებრძოლმა აზერბაიჯანელ ალი ალიევს მოუგო.

ლევან დარასელია: “გუშინ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვე პროფესიულ კარიერაში. ყოველი გამოსვლა ოქტაგონზე ჩემთვის პატარა გამოცდაა საკუთარი თავის, მომზადების, ნებისყოფისა და იმ ადამიანების ნდობის, ვინც ამ გზაზე გვერდში მიდგას. ვიცოდი, რომ რთული ბრძოლა მელოდებოდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ მზად ვიყავი ყველა გამოწვევისთვის. მეტოქის ძლიერი სერია ჩემთვის დამატებითი მოტივაცია გახდა. უდიდესი კონცენტრაციით შევედი ბრძოლაში და თითოეულ წამს ვგრძნობდი, როგორ მაძლიერებდა ჩემი შრომა და მხარდაჭერა, რომელსაც თქვენგან ვიღებ. სწორედ ამ ენერგიის დამსახურებაა, რომ შევძელი და ბრძოლა ჩემი გამარჯვებით დავასრულე. ეს მხოლოდ ტექნიკური წარმატება არაა, ეს ჩემთვის კიდევ ერთი ნაბიჯია წინ, ნაბიჯი ოცნებებისკენ. მადლობა ყველას, ვინც ჩემი ყოველ ბრძოლას გულშემატკივრობს. თქვენი ნდობა და მხარდაჭერა ჩემს ძალას აათმაგებს. ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია, წინ კიდევ ბევრი გამოწვევა და მიზანია, რომლებიც აუცილებლად უნდა მოვიგო.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 31 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!