- სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში, კახათის “რწმენასა” და დარჩელის საბავშვო ბაღებში, საშემოდგომო აქტივობები მრავალფეროვანი და შინაარსობრივად დატვირთული იყო. შემოდგომის აქტივობებში აქტიურად იყვნენ ჩართული აღსაზრდელები, აღმზრდელები, მშობლები და თემის წარმომადგენლები.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში აქტივობებს, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია დაესწრო.




