- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდები პირველ დეკემბერს დაიწყება და 3 დეკემბერს დასრულდება.
უწყების ცნობით, ამ გამოცდებისათვის 700-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული.
კონკრეტული საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვაც დარეგისტრირებულ აპლიკანტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდიდან online.naec.ge შეუძლიათ.
