სამართლის საბაკალავრო პროგრამა მესხიას უნივერსიტეტში


დღეს, შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტუმრობდა, რომელმაც უნივერსიტეტის რექტორთან თეონა ხუფენიასთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სამართლის საბაკალავრო პროგრამა გაიხსნება, რომელიც „რეგიონული უნივერსიტეტის“  პროექტის  ფარგლებში განხორციელდება.

ხუფენიამ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა  თანამშრომლობისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები. ღონისძიებამ კითხვა პასუხის რეჟიმში ჩაიარა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!