სერთიფიკატები მოხალისეებისათვის


 დღეს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე მოხალისეებს მოხალისეობრივი საქმიაობის დამადასტურებელი სერთიფიკატები განსახლებისა და ლტოლვილთა  მინისტრმა სოზარ სუბარმა გადასცა.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა დაგლას ბოლმა, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ და მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ.

მინისტრმა მოხალისეებს სიტყვით მიმართა  „ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ ძალიან ბევრ ადგილას მიხვედით ნახავდით თუ  როგორ მდგომარეობაში ცხოვრობენ დევნილები, ბევრმა მოახერხა, თავისი შრომით თუ სახელმწიფოს დახმარებით  ცხოვრების აწყობა, უამრავი მათგანი ჯერ კიდევ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ვიცი, რომ  თქვენს შორისაც ძალიან ბევრი არის დევნილი, რომელთაც გამოცდილი აქვთ დევნილობის სიმწარე და სიმძიმე. აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, რომელიც არის  დროებით დაკარგული და ოკუპირებული იყო ერთ-ერთი უმშვენიერესი მხარეა არა მხოლოდ საქართველოში. სწორედ ეს სილამაზე მათ გულს ტკენდათ და ამიტომაც დაიწყო კონფლიქტები, რომლის შედეგადაც დაახლოებით სამასი ათასი ადამიანი იძულებული გახდა  დაეტოვებინა თავისი ტერიტორიები, სახლები და წამოსულიყო  აქეთ. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც იქ ცხოვრობდა დღემდე არ არის გამოსული იმ შოკიდან. მე თვითონაც კარგად მახსოვს, სოხუმი, იმ დღეებში მეც იქ ვიყავი“. მინისტრმა თითოეულ მოხალისეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მომავალში აპირებს მსგავსი სახის პროექტებში მონაწილეობის მიღებას.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=zSKevHuS9t8[/embedyt]

დაგლას ბოლმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ დევნილების დიდმა ნაწილმა არ იცის იმ  პროგრამების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, ამიტომ საინფორმაციო კამპანიის წარმოებას დიდი მნიშვნელობა აქვს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!