მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.

უწყების ცნობით, ზუგდიდში ქალაქის ტერიტორიაზე, ახალი ხიდი მდინარე ჩხოუშზე ბოლო 40 წელია არ აშენებულა. პროექტის მეორე ეტაპი ხიდამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

ხიდის მშენებლობის ღირებულება 1 870 000 ლარია, თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. ახალი ხიდის სიგრძე 32 მეტრია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!