- 5 წლის ალექსანდრე კოშაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ბავშვის დედა საზოგადოებას სოციალური ქსელით მიმართავს:
“ალექსანდრეს სიცოცხლისთვის ბრძოლა გრძელდება!
მეგობრებო, გთხოვთ პატარა ანგელოზისთვის წამით შეაჩეროთ ყურადღება.
ჩემს შვილს, ალექსანდრეს, კვლავ ესაჭიროება მნიშვნელოვანი კვლევები და, სამწუხაროდ, მდგომარეობა მოითხოვს, რომ დამატებით ჩატარდეს სიღრმისეული კვლევები…
თითოეული დღე მნიშვნელოვანია და, სამწუხაროდ, ხარჯები იმდენად მაღალია, რომ ოჯახისთვის მათი დაფარვა აღარ არის შესაძლებელი.
ვემუდარები ყველას, ვისაც შეუძლია, თუნდაც მცირედი დახმარება — თქვენი თითოეული ლარი, გაზიარება და კეთილი სიტყვა ალექსანდრესთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს.