პოლიციამ სამეგრელო ზემო-სვანეთში და სხვა რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო 


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის,  აჭარის პოლიციის, იმერეთის პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე,  საბრძოლო მასალა ამოიღეს და  7  პირი დააკავეს. 

შსს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღებისა  და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა – შენახვისა და ტარების   ფაქტებზე  დაკავებული არიან: 1980 წელს დაბადებული თ.ჟ., 1977 წელს დაბადებული გ.ზ., 1987 წელს დაბადებული ვ.ა., 1970 წელს დაბადებული კ. ბ. და წარსულში ნასამართლევები: 1975 წელს დაბადებული პ. კ., 1977 წელს დაბადებული გ.ა. და 1986 წელს დაბადებული გ.გ. 

“დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი,  ავტომობილების და  საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი,  მათ შორის რევოლვერები და პისტოლეტები, ხელყუმბარა, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები. ცეცხლსასროლი იარაღებისა და   საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. “-ნათქვაია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!