დღეს, საქართველოს ყოფილი ლედი სანდრა რულოვსი, ენმ შტაბის უფროსი ნიკა მელია და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ანაკლია- განმუხურის დამაკავშირებელ ხიდზე მოსახლეობას შეხვდნენ.
ლაშა დამენიას თქმით, “ეს ადგილი სიმბოლურად იქნა შერჩეული, სადაც ერთად ჩანს წინა ხელისუფლების მიერ, გაკეთებული, გალამაზებული განმუხური და ანაკლია. ასევე ჩანს დაუმთავრებელი, შენობები, რომელიც ამ უნიათო ხელისუფლების ხელში სწორედ ისევე გამოიყურება როგორც ოთხი წლის უკან და ამიტომაც ჩვენ მოვალენნი ვართ ჩვენი ქვეყნის, მომავლის წინაშე 8 ოქტომბერს დავასრულოთ ეს ხელისუფლება.”-აღნიშნა დამენიამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=77CMD0-JmDw[/embedyt]
მოსახლეობას სანდრა რულოვსმაც მიმართა სიტყვით. მისი თქმით, აჭარიდან მომავალმა გზად შენიშნa მარკეტი „ლაზიკა“. რულოვსმა აღნიშნა, რომ მეპატრონეს ქონდა რწმენა და იმედი იმისა რომ ლაზიკა აშენდებოდა. „ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში, შეწყვეტილი მშენებლობები აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ლაზიკისა და ანაკლიის განვითარებას. ვიცი, ამ რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯერ არ დასახელებულა, ალბათ ძალიან მალე დასახელდება და ეს იქნება ძალიან ღირსეული ადამიანი. ვინც არ უნდა იყოს აუცილებლად თქვენი რაიონის, სოფლის, უბნის, ქუჩის პრობლემებს, საკითხებს გაიზიარებს. მეგრელები ძალიან ნიჭიერი და გულანთებული ხალხი ხართ, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს.”
მოგვიანებით, ენმ-ს წევრები ანაკლიის შემდეგ, ორსანტიის და კახათის მოსახლეობას შეხვდნენ.
ხვალ, 19 აგვისტოს სანდრა რულოვსი ჯიხაშკარის, რუხის და კორცხელის მოსახლეობას შეხვდება.