სეს: დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო წერტილოვანი წამლობები მიმდინარეობს


  • სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, მავნებლის მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ფაროსანას საწინაღმდეგო სპეციალური სადგურების („მოიზიდე და გაანადგურე“) განთავსება და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით წერტილოვანი შეწამვლა მიმდინარეობს.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ჯგუფები, ფუტკრის დაცვის მიზნით, სადგურებს მხოლოდ არაყვავილოვან (რომელზეც ფუტკარი არ მიდის) მცენარეებზე ამონტაჟებენ. სამუშაოების დაწყებამდე, მოსახლეობის წინასწარ ინფორმირება გზავნილების სისტემის მეშვეობით ხდება.

აღსანიშნავია, რომ ტემპერატურის მატების და მავნებლის გავრცელების შედეგების გათვალისწინებით, დაიგეგმება ტყის მასივების და ჯაგნარების წამლობის კომპლექსური ღონისძიებები; სოფლის ტერიტორიები კი ეგრეთ წოდებული თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება.”-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 26 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!