- დღეს, ზუგდიდში, არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა ბავშვებისთვის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, სხვადასხვა გასართობი პროგრამით წარსდგა.
ღონისძიების ფარგლებში, მიმდინარეობდა სახის მოხატვა, არტ – შემოქმედებითი გამოფენა, საპნის ბუშტების შოუ, ტამტამ შოუ, სამაგიდო თამაშები და მუსიკალური ნომრები. სტუმრების წინაშე წარსდგა პანტომიმის დასი. პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ბამბის ნაყინი.
14:00 საათზე, კი ზუგდიდის ბოტანკურმა ბაღმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს უმასპინძლა. შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულმა თეატრმა საბავშვო სპექტაკლი „ოქროს წიწილი“ წარადგინა. გაიმართა სამხატვრო სტუდია „ნიკალა“-ს მოსწავლეების ნახატების გამოფენა. ასევე, თექის სახელოსნო „იალაღი“-ს მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა იყო წარმოდგენილი. მიმდინარეობდა დადიანების ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის გამოფენა სახელწოდებით: „საუკუნოვანი მუზეუმი“. წარმოადგენილი იყო ტექნო-პარკის ინოვაციები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ორკოლ სტუდიის ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის საბავშვო ღონისძიება და ზუგდიდის ამერიკული კუთხის STEM აქტივობები და აზოტის შოუ.
ზუგდიდის “მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის” მუსიკალურმა ბენდმა “ზუგდიდი” და მუსიკალურმა ბენდმა “ბირთვი” კონცერტი გამართეს. ღონისძიების დასასრულს, “ბიგ დეის” ანიმაციური გმირების გასართობი პროგრამა და ქაფის შოუ იყო წარმოდგენილი.