- დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, პროექტების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, გამწვანების პროექტი, სახელწოდებით „სიცოცხლის ფერი მწვანეა“ ჩატარდა.
პროექტში ჩართული იყვნენ სხვა სკოლებთან ერთად, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი შორენა გოჩოლეიშვილი და სკოლის მოსწავლეები.