- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი.
უწყების ცნობით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი.
აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება:
- ისტორია – 18 900-ზე მეტი აბიტურიენტი;
- მათემატიკა – 13 700-ზე მეტი აბიტურიენტი;
- გეოგრაფია – 2 300 აბიტურიენტი;
- ლიტერატურა – 1 400-ზე მეტი აბიტურიენტი;
- სამოქალაქო განათლება – 2 600-ზე მეტი აბიტურიენტი;
- ქიმია – 2 100-ზე მეტი აბიტურიენტი;
- ფიზიკა – 900-ზე მეტი აბიტურიენტი;
- ბიოლოგია – 3 200- ზე მეტი აბიტურიენტი;
- ხელოვნება – 200-ზე მეტი აბიტურიენტი.
“გამოცდების განრიგი დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge. დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, საგამოცდო ცენტრის მისამართისა და გამოცდაზე გამოცხადების დროის თაობაზე მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვა, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.