უნდა მოხდეს შეშის ჩანაცვლება სხვა ალტერნატიული რესურსებით


კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CEEN)  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  სამინისტროსთან და ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად იწყებს ეროვნული სატყეო პროგრამის საკოორდინაციო ჯგუფების ჩამოყალიბებას რეგიონებში.

ინფორმაცია ამის შესახებ დღეს გამართულ შეხვედრაზე გააცნეს (CEEN) წარმოამდგენლებმა საზოგადოებას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე წარადგინეს შეშის ალტერნატივების ხარჯთასარგებლობიანობის ანალიზი, სადაც ისაუბრეს  შეშის წარმოებაზე და მოხმარებაზე საქართველოში, ასევე შეშის დეფიციტის მასშტაბებზე. (CEEN)-ის გარემოს დაცვითი პროგრამების კოორდინატორის რეზო გეთიშვილის განცხადებით: “ სამეგრელოში შეიქმნა სამინისტროს ქვეშ არსებული ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სატყეო საკითხებზე და მასთან დაკავშირებულ იმ პრობლემებზე, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს, მოსახლეობას. მისი თქმით, პირველი დღე დაეთმო ორ მნიშვნელოვან საკითხს: შეშის დეფიციტს, რომელიც უკვე გამოვლინდა და  ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის  მოსახლეობას შეშით უზრუნველყოფაში.  სახელმწიფომ დაიწყო პროგრამის შემუშავება და უნდა მოხდეს შეშის ჩანაცვლება სხვა ალტერნატიული რესურსებით.  მეორე საკითხი გახლავთ მუნიციპალიტეტების მიერ გამწვანებული ტერიტორიების მოვლა და ტექნიკური რეგლამენტის მომზადება, რომელიც ახლო მომავალში უნდა დამტკიცდეს მთავრობის მიერ და სავალდებულო გახდეს ყველა მუნიციპალიტეტისთვის მათ შორის ამ რეგიონისთვისაც.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!