“ქართული ფეხბურთი, ყოველთვის, იქმნებოდა რეგიონებიდან”


დღეს, ბაიას ბაზაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი კახაბერ ჭუმბურიძე და საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მთვარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე შეხვდნენ სამეგრელოს რეგიონების საფეხბურთო სკოლის მწვრთნელებს 

 და მათგან მოისმინეს  სამეგრელოს საფეხბურთო სკოლებში არსებული მდგომარეობა. შეხვედრაზე ისაუბრეს  საფეხბურთო სკოლების განვითარებაზე,  გადამზადებაზე და სხვადასხვა ასაკობრივ სელექციაზე. ვიცე პრეზიდენტმა მწვრთნელებისგან მოისმინა ის პრობლემები, რომლებიც აწუხებთ სკოლებს. აღმზრდელების თქმით, მოსაგვარებელია ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები, მათი ინფორმაციით, არ არის შესაბამისი სათამაშო მოედნები, სპორტული ინვენტარები და სათანადაო ხელშეწყობა. მათი თქმით, ფეხბურთში უამრავი ნიჭიერი და პერსპექტიული ბავშვია, რომლებიც ვერ ახერხებენ  ვარჯიშს და განვითარებას, საჭიროა შესაბამისი მექანიზმების შემუშავება.

ვიცე პრეზიდენტის კახაბერ ჭუმბურიძის განცხადებით: „როცა ფეხბურთის განვითარება დაიწყება რეგიონებში და  ის პრომლემები,რომლებიც ამჟამად წამოჭრილია, ეტაპობრივად  მოგვარდება. ქვეყანაში მთავარი ღერძი რასაც ქვია, ქართული ფეხბურთი იქმნებოდა, ყოველთვის, რეგიონებიდან.  ფედერაციამ შეიმუშავა განვითარების გეგმა, მიუხედავად იმისა, რომ  მცირე ფინანსური რესურსი გვაქვს, მაგრამ ჩვენ არ ვკარგავთ დროს და დავიწყეთ სელექცია 2003 წელს დაბადებული ბავშვებისთვის“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=kg8GblRs-kw[/embedyt]

გია გეგუჩაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობა მიმდინარეობს მეთოდურ სახელმძღვანელოზე,  რომლიც წლის ბოლომდე გამოიცემა და გადაეცემა ყველას. „ეს არის გარკვეული მიმართულებები და მეთოდური რეკომენდაციები, რომელიც ჩვენს მიერ არის შემუშავებული”. -აღნიშნა გეგუჩაძემ.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!