“ენის ხელოვნების” პრეზენტაცია


ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა არტგალერეაში შემეცნებით გასართობი გადაცემის „ენის ხელოვნების“  პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტი ითვალისწინებს ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 6 მოსწავლისათვის სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობას, რომლის  ჩაწერა გაიმართება „ჯიჯი“ ტვ-ში.

პროექტის ორგანიზატორის დიმიტრი ძიმცეიშვილის თქმით, შეხვედრის მიზანია ქართული ენის პოპულიზაცია:“ ქართული ენა მდიდარი ენაა და მას არ ჭირდება დამახინჯება ბარბარიზმებით, მას გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება“. პროექტის ორგანიზატორი ამბობს, რომ ეს ინოვაციური პროექტია. კონკურსში გამარჯვებულებს ქალიქის მერია და გამგეობა  სპეციალურ საჩუქრებს გადსცემს, ხოლო კონკურსში გამარჯვებულებს კომისია გამოავლენს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!