ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია


  • დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლაში. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ, “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ დღეს, სასწავლო პროცესი შეჩერდა სოფელ დარჩელის #1, ზედაეწერის, ონარიის, ჭითაწყარის, ოქტომბრის, ყულიშკარის, ჯიხაშკარის #2 და რიყის საჯარო სკოლებში.

მამუკა ბულიას ცნობით, სწავლა განაახლეს ზუგდიდის მერვე, ჯუმის და სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლებმა.

მამუკა ბულია: “რადგან სკოლები ცენტრალურ გათბობაზე არიან და შუქის მიწოდება შეწყვეტილია, სასკოლო პროცესი შეჩერდა. სავარაუდოდ, ხვალ განახლდება სასწავლო პროცესი”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 23 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!