რაში ადანაშაულებს ბათლომე შელია დავით ხუბუას?


ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბათლომე შელია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს მომავალ სხდომაზე აპირებს ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილების უფროსის დავით ხუბუას თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დაყენებას.  

 „-მე ვაპირებ უახლოეს სხდომაზე წარვადგინო ისეთი სახის დეტალები ტრანსპორტის სამსახურის მუშაობიდან, კონკრეტულად მისი უფროსის მოღვაწეობიდან,  რომლის შემდეგაც ნებისმიერი თავმოყვარე ხელისუფლება მას დაკავებული თანამდებობიდან გადააყენებს. ტრანსპორტის სამსახურის უფროსად დანიშნულია ადამიანი, რომელსაც აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ბიზნესის გაძლიერება, გამყარება და დაბრუნება. ეს ადამიანი დაინტერესებულია  ტრანსპორტის ბიზნესით. მას  ადრე ქონდა, ამ სფეროში ბიზნესი და დღესაც  ცდილობს   საკუთარი ბიზნესის დამკვიდრებას”. დეპუტატის თქმით, არსებობს დოკუმენტები, რომლის თანახმადაც ამ ადამიანმა შეცდომაში შეიყვანა ყველა დეპუტატი და ისეთი გადაწყვეტილება მიაღებინა, რომელიც თითქმის დანაშაულის ტოლფასია.

აღნიშნულ თემაზე “ზუგდიდელები” დაუკავშირდა დავით ხუბუას, მაგრამ მან თავი შეიკავას ბათლომე შელიას განცხადების კომენტარისგან.

განცხადება დავით ხუბუას  შესახებ ბათლომე შელიამ, დღეს, ფრაქციის ექვსი თვის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!