- გიორგი მალანიამ “Kung Fu Festival 2025“-ზე, “WU LIN FENG“-ის ჩემპიონატის ორი ფინალური ბრძოლა მოიგო და კიკბოქსინგის ჩემპიონის ტიტული და ქამარი მოიპოვა.
სპორტსმენი წარმოშობით დროებით ოკუპირებული გალიდან არის და ის უკვე 15 წელია, კიკბოქსინგის ფედერაციის წევრია. გიორგის მოპოვებული აქვს პირველი ადგილები ესტონეთის კიკბოქსინგის ჩემპიონატზე და იტალიის მსოფლიო ჩემპიონატზე 16-17 წლის კატეგორიაში. ის ასევე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია.