- თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული ზუგდიდელი ალექსი თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და რეანიმაციაში მისი დაყოვნების საჭიროება აღარ არსებობს. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ჭელიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.