მუზეუმში ახალი საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო


  • დადიანების მუზეუმში ახალი საგანმანათლებლო პროგრამა “ზღაპრები, მითები, იგავ-არაკები” დაიწყო.

პროგრამის მიზანია, მუზეუმის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაახლოება ისტორიულ მემკვიდრეობასთან და მათი ჩართვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობებში.

“მონაწილეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას. სალექციო ფორმატში მოისმენენ ლექციას – დადიანების საბავშვო ბიბლიოთეკა. პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო სახალისო აქტივობას. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის (1 კლასიდან მე-6 კლასის ჩათვლით).”-აღნიშნულია დადიანების სასახლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი.

პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი. პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.

დრო: სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-17:00 საათი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 × two =

Akismet ანტისპამი