ზუგდიდში, საარჩევნო უბნებზე იმიტირებული კენჭისყრა მიმდინარეობს


  • საარჩევნო ადმინისტრაციის პროექტის “ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირების“ ფარგლებში, დღეს, 11 სექტემბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით, იმიტირებული კენჭისყრა იმართება. ამ წუთებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზე იმიტირებული კენჭისყრა მიმდინარეობს.

იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეები პირადად გაეცნენ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. მოეწყო კენჭისყრის იმიტაცია, კერძოდ საარჩევნო მოხელეების მეთვალყურეობით, დაინტერესებულმა პირებმა გაიარეს ხმის მიცემის პროცედურები (საცდელი წრის გაფერადება, ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება). ასევე, მიიღეს დეტალური ინფორმაცია როგორც უშუალოდ საარჩევნო აპარატების გამოყენების, ისე საქართველოში საპილოტე რეჟიმში ჩატარებული ელექტრონული არჩევნების შესახებ.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი “ზუგდიდელებთან” ამბობს: “იმიტირებული კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 12 საარჩევნო უბანზე. მინდა ამომრჩევლებს მოვუწოდო, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, მიიღონ იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა და თავად გამოსცადონ ელექტრონული ტექნოლოგიები არჩევნებამდე”.

ინფორმაციისთვის: ქვეყნის მასშტაბით, 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იმიტირებული კენჭისყრა 11:00 საათიდან დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად, პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 20 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!