- “ზუგდიდიდან ზუგდიდამდე. სინთეთ ეფშა ქიანა“ ასე ჰქვია ლიტერატურულ საღამოს, რომელიც გაიმართება 22 აგვისტოს, 17:00 საათზე, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში.
პოეტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი, ზუგდიდის საპატიო მოქალაქე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, აკადემიკოსი რაულ ჩილაჩავა მკითხველებს წარუდგენს თავის ახალ გამოცემებს.
სტუმრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ პოეტის გამოსვლა, დაუსვან მას შეკითხვები და წარმოდგენილ ახალ გამოცემებთან ერთად შეიძინონ ადრე გამოსული ოცამდე დასახელების სხვადასხვა ჟანრის წიგნი ავტოგრაფებით. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ნორჩი დეკლამატორები და ფოლკლორული ანსამბლი „ჩელა“.