- ნიკოლოზ შამათავამ, ბარსელონაში გამართულ რიგით 24-ე „სანტ – მარტის საერთაშორისო ტურნირში“ ფიდეს რეიტინგით 217 ქულა მოიმატა, ხოლო “სიტჯესის საერთაშორისო ტურნირზე“ აიღო საერთაშორისო ოსტატის პირველი ნორმა და გახდა ფიდეს ოსტატი.
ნიკოლოზ შამათავა, 21 აგვისტოს პრაღაში 18 წლამდე ახალგაზრდებს შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 20 ოქტომბერს იასპარეზებს 16 წლამდე ახალგაზრდებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრაზილიის ქალაქ ფლორიანოპოლისში.