“აგენტების” კანონის მორიგი საწინააღმდეგო აქცია ზუგდიდში


  • ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ისევ გაიმართა “აგენტების” კანონის საწინააღმდეგო აქცია.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ხვალ თბილისში დიდ მანიფესტაციას უერთდებიან და მანამდე საკუთარ პროტესტს, სიმბოლურად, გუბერნიასთან გამოხატავენ.

ინფორმაციისთვის: პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 23 დეპუტატი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twelve − 2 =

Akismet ანტისპამი