- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში მიმდინარე სასწავლო წლის შედეგები შეჯამდა.
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანლის მამუკა ბულიას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით წარჩინებულ კურსდამთავრებულთა საერთო რაოდენობა 178-ს შეადგენს. აღნიშნულ მაჩვენებელში იგულისხმება როგორც ოქროს, ისე ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები, რომლებმაც სასკოლო პროგრამა უმაღლესი აკადემიური ნიშნებით დაასრულეს.
