“ზუგდიდიდასუფთავება” მოქალაქეებს მიმართავს


“ზუგდიდიდასუფთავების ცენტრი” ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართავს:

“22 აპრილს, კამპანია “დავასუფთაოთ საქართველო”-ს ფარგლებში, მწვანეთა მოძრაობის ორგანიზებით, რეგიონებსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება დასუფთავების აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით. კამპანიას “დავასუფთაოთ საქართველო” მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე უერთდება.

22 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ჩატარდება დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია. სასურველია ამ დღეს სხვადასხვა ორგანიზაციების, დაწესებულებების წარმომადგენლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს მუშა-მოსამსახურეებთან ერთად ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებლებმა, სკოლის მოსწავლეებმა, სტუდენტებმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, ორგანიზაციების, დაწესებულებების შიდა და მიმდებარე ტერიტორიების, ტრასების, ქუჩების, სკვერების, ბაღების, მოედნების, წყალსაწრეტი არხების დასუფთავების აქციაში. სასურველია მწვანე ნარგავების დარგვა, რაც სასიკეთოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას, მომავალ თაობებს.

ერთად ვიზრუნოთ ჯანსაღ და სუფთა გარემოზე! გავუფრთხილდეთ ჩვენს სახლს, დედამიწას! ეს ჩვენი მოვალეობაა!

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ ,, ზუგდიდდასუფთავების ცენტრი ”- ს მიერ უზრუნველყოვილი იქნება აქციის ფარგლებში შეგროვებული ნარჩენების გაზიდვა.”-ნათქვამია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!