იროდი ჭურღულია კაცი, რომელიც სოფლის მომავალზე ზრუნავდა


  • მთელი ახალსოფელი ვიცი, სოფლის ავ-კარგზე, ლხინზე და სატკივარზეც ყველაფერი. ამ დღეებში, სოფლის უხუცესების ოჯახებს ვსტუმრობ. ახლა, ახალსოფლის ყოფილი თავმჯდომარის იროდი ჭურღულიას შვილიშვილი თენგიზ ჭურღულია და მისი მეუღლე რიმა კუკავა მმასპინძლობენ. პურმარილიანები არიან ბატონი იროდის შთამომავლები – სუფრასთან მიმიპატიჟეს, თან დიდ წინაპარზე მესაუბრებიან სიყვარულით. საოცრად გახსნილები და კომუნიკაბელურები აღმოჩდნენ.  ყველაფერი იციან ბაბუას შესახებ,- მისი ცხოვრებისა და სოფლისთვის გაკეთებული საქმეების შესახებ.

იროდი ჭურღულია დაიბადა 1912 წელს, წლების განმავლობაში, მუშაობდა ახალსოფლის საბჭოს თავმჯდომარედ. მთელი მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო სოფლის მომავალთან, მის განვითარებასთან. არაერთი კარგი საქმე გაუკეთებია. სწორედ ამ ღვაწლის გამო, 1948 წელს, დაჯილდოვდა “ოქროს ვარსკვლავით” და მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. იყო გონიერი და უკეთილშობილესი ხელმძღვანელი და პიროვნება.

იროდი ჭურღულიას და მის მეუღლეს ლუსია ბოსიკოვას ჰყავდათ ოთხი შვილი. დღეს, არც ბატონი იროდია, არც მისი მეუღლე და არც მისი ოთხი შვილი, მაგრამ მათი ოჯახის სიცოცხლეს 12 შვილიშვილი, 25 შვილიშვილისშვილი, 21 შვილიშვილების შვილიშვილი აგრძელებს.

ჩემმა მასძინძელმა, იროდი ჭურღულიას შვილიშვილმა თენგიზმა, რომელიც ამ ოჯახის მეორე თაობაა, მადლობა გადამიხადა მისი წინაპრების გახსენებისათვის. ის ამაყობს ბაბუას სახელით და მისი გაკეთებული საქმეებით, –  სოფელს არაერთი სიკეთე გაუკეთაო. ამბობს, რომ ბაბუამისის სხვა შთამომავლობაც არ არცხვენს წინაპრების სახელს და ღირსეულად აგრძელებენ ოჯახის ტრადიციას, რომლის ძირითადი პრინციპი კაცთმოყვარეობა და ქვეყნის სიყვარულია.

როზა როგავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!