- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გრძელდება.
მიმდინარე წელს, 9 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი სახლი აუშენდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ მიიღო.
2023 წლიდან სოციალური სახლები ახალი დიზაინით შენდება. განახლებული პროექტით გაზრდილია გაბარიტული ზომები, დაერთებულია კომუნიკაციები.
ინფორმაციისთვის: ზუგდიდში, 2015 წლიდან 160 სოციალური სახლი აშენდა.