2025 წლის ბოლომდე, სააგენტო სოფლად სახლს, 6000 დევნილ ოჯახს შეუსყიდის


  • დევნილთა სააგენტომ 2023 წელს, სოფლად სახლი იძულებით გადაადგილებულ 1 300-მდე ოჯახს უკვე შეუსყიდა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, დევნილებისთვის, „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება.

დევნილი ოჯახები, ახალ საცხოვრებელ ადგილას, სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანმა მოინახულეს.

„პროექტის ფარგლებში, ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე არჩევენ. სახლების, დიდ ნაწილს, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს.

ამ ეტაპზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში, კიდევ ასობით იძულებით გადაადგილებული ოჯახის განსახლების საკითხს განიხილავს. 2025 წლის ბოლომდე, სააგენტო სოფლად სახლს, ჯამში, 6000 დევნილ ოჯახს შეუსყიდის”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!