ზუგდიდში საქართველო-საბერძნეთის მატჩის ჩვენება ოთხ ლოკაციაზე გაიმართება


  • საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში დღეს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. დღევანდელი მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

ზუგდიდში, საქართველო – საბერძნეთის მატჩის ჩვენება დიდ ეკრანებზე, ოთხ ლოკაციაზე, იქნება შესაძლებელი.

“ახალგაზრდული სათათბიროს” ორგანიზებით, მატჩის ტრანსლირება მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება. დიდ ეკრანზე თამაშის ყურება შესაძლებელი იქნება ბოტანიკური ბაღის საკონფერენციო დარბაზში, სოციალურ კაფე “მეგობარსა” და ზუგდიდი მოლშიც.

ინფორმაციისთვის: მატჩში გამარჯვებული გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ფოტო: ინტერნეტი


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

12 + sixteen =

Akismet ანტისპამი