- გიგა ფარფალია, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაინიშნა დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, სამედიცინო მიმართულებით.
გიგა ფარფალია, 2023 წლის სექტემბრიდან არის რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგი და თორაკალური ქირურგი. ასევე კლინიკის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ახალ თანამდებობაზე დანიშვნის პარალელურად, განაგრძობს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ქირურგიისა და თორაკალური ქირურგიის მიმართულებით საექიმო პრაქტიკას.
გიგა ფარფალიამ, 2004-2010 წლებში, „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში“, მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა, 2015–2017 წლებში კი, ზოგადი ქირურგიის მიმართულებით, ორდინატურის საგანმანათლებლო პროგრამა, ბელორუსის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში გაიარა.
სამუშაო გამოცდილება:
• 2006-2008 – „თბილისის ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“, ქირურგიული დეპარტამენტი, ქირურგის ასისტენტი;
• 2009-2010 – სასწრაფო სამედიცინო დახმარება „კარდიოსერვისი“, ექიმის ასისტენტი;
• 2010-2012 – რეფერალური ჰოსპიტალი, ქირურგიული დეპარტამენტი, უმცროსი ქირურგი;
• 2012-2013 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, მთავარი სპეციალისტი;
• 2013-2014 – „კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, უმცროსი ქირურგი;
• 2015-2017 – ბელორუსის ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი, თორაკალური განყოფილება, ორდინატორი;
• 2018 -2018 – „კ.ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, ზოგადი ქირურგი, თორაკალური ქირურგი;
• 2018 -2023 – „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, ქირურგი, თორაკალური ქირურგი;
• 2020 – 2023 წლის აგვისტო – ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი, მიწვეული თორაკალური ქირურგი;
• 2023 წლის სექტემბერი – 2024 წლის თებერვალი – რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ზოგადი ქირურგი, თორაკალური ქირურგი. ქირურგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელი;
• 2024 წლის თებერვლიდან – რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე, სამედიცინო მიმართულებით. ზოგადი ქირურგი, თორაკალური ქირურგი;
აღსანიშნავია, რომ გიგა ფარფალია, 2021 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას „კავკასის საერთაშორისო უნივერსიტეტში“.