- დღეს, 26 იანვარს, 19:00 საათზე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, წარმოგიდგენთ სპექტაკლს “ანა ფრანკის დღიური”. რეჟისორი გახლავთ გიორგი სიხარულიძე.
‘მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორია, რომელიც პატარა გოგონას ანა ფრანკის გარშემო ვითარდება მოგვითხრობს, ადამიანების ურთიერთობაზე, რომელსაც თან სდევს შიში, სასოწარკვეთა და ისტერიკა. არსებულ უიმედობაში მთავარი გმირის ოპტიმიზმი და შემართება ბოროტებასთან ბრძოლის ერთადერთი იარაღი ხდება, რაც საშუალებას აძლევს რეალობას მოწყდეს, იოცნებოს და ამ ოცნებეში ჩაბნელებული კედლების მიღმა მთელი სამყაროს მშვენიერება შეიგრძნოს.”-აღნიშნულია თეატრის ინფორმაციაში.